ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა
„მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“, – დაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელ „X“-ში, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით.