დმანისის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მერმა მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა.

კობა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების აზრი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ხოლო მუნიციპალიტეტის განვითარება მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

🏃‍♂️⚽ შეხვედრაზე განხილულ იქნა 8 სოფლის ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობის საკითხი და მათი ტრანსპორტით გადაადგილების ორგანიზება, რაზეც მერიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading