დოკუმენტების აპოსტილი, ლეგალიზაცია და თარგმნა – მომსახურების სააგენტოში

მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს:
✔️ სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას
✔️ აპოსტილსა და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების თარგმნას შემდეგ ენებზე:
🇬🇧 ინგლისური | 🇩🇪 გერმანული | 🇹🇷 თურქული | 🇮🇹 იტალიური | 🇫🇷 ფრანგული | 🇪🇸 ესპანური | 🇷🇺 რუსული | 🇬🇷 ბერძნული

💰 მომსახურების საფასური:
▫️ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი
▫️ დოკუმენტის თარგმნა (1 გვერდი ან ერთ გვერდამდე) – 20 ლარი
▫️ აპოსტილი 1 სამუშაო დღეში – 50 ლარი

⏳ ვადები:
▪️ სტანდარტული ვადა – 5 სამუშაო დღე
▪️ ლეგალიზაციის ქვეყნებზე დაჩქარებული მომსახურება არ ვრცელდება

📌 როდის არის საჭირო აპოსტილი?
თუ დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში (ევროპა, ამერიკა, აზია, აფრიკა, ოკეანეთი – მათ შორის აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა).

📌 როდის არის საჭირო ლეგალიზაცია?
თუ დოკუმენტი უნდა წარედგინოს იმ სახელმწიფოს, რომელიც ჰააგის კონვენციის წევრი არ არის.

❗ როდის არ არის საჭირო არც აპოსტილი და არც ლეგალიზაცია?
თუ დოკუმენტი წარდგენილია მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში, მათ შორის:
აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვ.

📢 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მომსახურების სააგენტოს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading