ბოლო დღეებში საქართველოდან 43 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს.
📊 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაძევებულ პირთა საერთო რაოდენობამ 1200 ადამიანი შეადგინა.
🌍 მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები:
რუსეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი, თურქმენეთი, პაკისტანი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ეთიოპია, იორდანია და ტაჯიკეთი – ჯამში 43 პირი.