ხელვაჩაურში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს.
🏠 პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე „მარიხუანა“.
⚖️ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.