სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის საწარმოები შეამოწმეს – გამოვლინდა კრიტიკული დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თევზის შესაბოლი, ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტი შემოწმდა.
დაფიქსირდა რამდენიმე კრიტიკული დარღვევა, მათ შორის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, თევზის კამერების დაზიანებული ჭერი და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის არასათანადო მიწოდება. თბილისში ორ საწარმოში საქმიანობა დროებით შეაჩერეს დარღვევების აღმოფხვრამდე.


კანონმდებლობით ნებადართული საკვები საღებავის გამოყენება ეტიკეტზე სრულად უნდა იყოს აღნიშნული. 200-მდე ობიექტიდან მხოლოდ 9-ს არ ჰქონდა ეტიკეტზე არასრული ინფორმაცია, დანარჩენებმა რეგულაციები შეასრულეს.