თბილისის კერძო ბაღზე მშობელი ძალადობის მძიმე ბრალდებებს ავრცელებს – ბაღი ფაქტებს უარყოფს

თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღის შესახებ მოქალაქე ელიტა დანელიანი მძიმე ბრალდებებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი 3 წლის შვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც.
,,მოგესალმებით ყველას ! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი “ბელ-მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად, ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან ბავშვს ჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია! ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს გაბუნია ბელას და მასწავლებელს თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა!
ერთი თვის გამავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის მეშინია მცივა იატაკზე არ დამაწვინო დედა რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი! და ვერც ვხდებოდი ბავშვი რას მეუბნება! რომ შევატყვე რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად აგრესიულად სულ ტიროდა და ამბობდა მცივა ჩამაცვი მეშინია, ღამეები იღვიძებდა და ტიროდა ბაღში არ წამიყვანო, და დედა ძირს არ დამაძინოო, ყველა ვიდეო ჩანაწერი მაქვს სადაც ბავშვი ამას მიყვება, თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში ,მაგრამ უშედეგოდ!
ბოლოს მოვითხოვე კამერები, რაზეც მითხრა რომ საფუძველი არ აქვს რომ მაჩვენოს, რის შემდეგაც ვუთხარი თუ არ მაჩვენებდა მივმართავდი კანონს! ამის მერე რაც ვნახე ეს იყო არაადამიანური ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ, პირადად ჩემს შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი, ყოველდღიურად შიშველი ტიტველი იყო, ერთ ბოდეში, ბავშვი როცა დგებოდა მასწავლებელი უთითებდა რომ უნდა დაწვეს, იმავე ჯგუფში ყველა იჯდა თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით!
4 საათის მერე როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ესე ნელი ნაბიჯებით შიშველი დადგა მასწავლებელთან მაჭამეო იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა რის მერეც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დააგდო ძირს იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს პროსტინა, როგორც გვამს! ეს ხდებოდა ყოველდღიურად 11 საათიდან 4 მდე, 10-ს ნახევარზე გაღვიძებულ ბავშვს 11 საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ, ასე ძალადობდნენ ჩემს შვილზე!
სხვა ბავშვებს იმავე ოთახში უცვლიდნენ, რასაც დანარჩენი ბავშვები ხედავდნენ გოგო ბიჭი ყველა, იმავე ოთახში ეძინათ ბავშვებს მაგიდებზე! მაქვს ვიდეოჩანაწერები და ფაქტები! გთხოვთ ყველამ წარმოიდგინეთ თავი ჩემი და ჩემი შვილის ადგილას, და დარწმუნებული ვარ ყველამ რომ მოითხოვოთ კამერები თქვენც ბევრ რამეს ნახავთ! განადგურებული არის ჩემი შვილი დანგრეული აქვს ფსიქიკა” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ელიტა დანელიანი.
ბაღის დამფუძნებელი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფაქტების საფუძველი არ არსებობს, თუმცა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი გათავისუფლებულია. სამართალდამცველები შემთხვევას იკვლევენ
ბაღის დამფუძნებელის ბელა გაბუნიას თქმით –,,ბაღი თანამშრომლობს სამართალდამცველებთან, რაც შეეხება პედაგოგს, ის უკვე გათავისუფლებულია.”