ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა.

კაზრეთიში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა. ასევე სრულად რეაბილიტირდა ქვემო ბოლნისისა და ტანძიას საბავშვო ბაღები, რომლებიც ჯამში 225 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში ბაღებში შექმნილია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე გარემო. სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყო სათამაშო და რეკრეაციული ზონებიც.

განახლებული ობიექტები დაათვალიერეს ალექსანდრე ზაბახიძემ და ქვარა ჩართოლანიმ.

ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით. პროექტების საერთო ღირებულება 10,917,741 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading