მარნეულის მერი სოფელ ილმაზლოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ ილმაზლოში მიმდინარე გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში სოფელში 350 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგო. სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, გზების მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.