გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამის ფარგლებში, ნობათები გადაეცათ შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათ შორის ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის, მხედველობის დაქვეითების მქონე და ეტლით მოსარგებლე პირებს.

ნობათები ასევე მიიღეს სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულმა ბავშვებმა, მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა, ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრისა“ და მერიის „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შშმ ბავშვები, შესაბამისი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ერთჯერად 300-ლარიან მატერიალურ დახმარებასაც მიიღებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading