დმანისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გუგუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი მოადგილეებთან და წარმომადგენლებთან ერთად გუგუთის სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთობლივად იმსჯელეს სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე, რათა მომავალში მხარდამჭერი პროექტები ეფექტურად განხორციელდეს.