დმანისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

2 თებერვლიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოსახლეობას ხვდებიან.

შეხვედრებზე ადგილობრივებთან ერთად განიხილება თემისთვის პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები. სოფლის საერთო კრებებზე ყველაზე ხშირად დასახელდა გზების მოხრეშვა, გარე განათების ქსელის მოწყობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია.

2026 წელს პროგრამის განხორციელებისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში 686 000 ლარია გამოყოფილი. მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading