საქართველოს სკოლებში დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად დაიწყეს კამპანია, რომელიც მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

დღეს 6 საჯარო სკოლის VI–IX კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარდათ, სადაც მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე.

კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და 60 სკოლაში გაიმართება, ჩატარდება ვიქტორინები, კონკურსები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. დასკვნითი ეტაპი 21 დეკემბერს გაიმართება კომიქსებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებით, სპორტული ღონისძიებების ფინალითა და საზეიმო ცერემონიით ბათუმში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading