ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართა

ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ უკვე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ათობით მხედარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან – სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო გასართობი აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. ფერიცვალების სახელობის ტაძარში შესრულდა საზეიმო ლიტურგია.

დოღს ესწრებოდა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების განცხადებით, დოღისა და სახალხო დღესასწაულის მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციას. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი და მოეწყობა ფოიერვერკი.

ბახმაროში დოღის ტრადიცია 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად, 19 აგვისტოს იმართება, რაც უკვე მიმზიდველი და საყვარელი დღესასწაულია რეგიონის მოსახლეობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading