საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე აღინიშნა

თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისისა“ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან 30 კმ-იანი რთული ლაშქრობა განახორციელეს. მწვერვალზე მათ ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ლაშქრობა უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად აგვისტოში, ეროვნული გმირის დაბადების დღეზე იმართება. სამხედროები ამ გზით არა მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეს, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ყველა გმირს პატივს მიაგებენ. სამომავლოდ სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ეროვნული გმირების სალაშქრო ბილიკების შექმნას გეგმავს, რომელიც მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულისა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალებს მოიცავს.

ცნობისთვის, 3,276.1 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალი 2018 წელს მიიღო გიორგი ანწუხელიძის სახელი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading