ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღე

ხორციელის შაბათი, რომელსაც „კორკოტობასაც“ უწოდებენ, მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს, ისევე როგორც დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, ტაძრებში წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

ხორციელის შაბათი ყველიერის კვირას წინ უსწრებს და მოძრავი საეკლესიო თარიღია. ტრადიციულად ქრისტიანები ამ დღეს ამზადებენ კორკოტს (წანდილს) – მოხარშულ ხორბალს, რომელსაც ტაძარში მიაქვთ საკურთხად.

ტრადიციის საფუძველი უკავშირდება IV საუკუნის მოვლენებს. კონსტანტინოპოლის იმპერატორმა იულიანე განდგომილი ქრისტიანობა უარყო და მორწმუნეთა განსაცდელად ბაზარში გასაყიდი საკვები სამსხვერპლო სისხლით შეაბილწა. გადმოცემის მიხედვით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ურჩია, ხალხს საზრდელად მიეღო კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ამგვარად ქრისტიანებმა მარხვა შეურყვნელად შეინარჩუნეს.

ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული კორკოტის ხარშვის ტრადიცია, ხოლო დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორე ტირონის ხსენების დღედ აღინიშნება.

„განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ამინ!“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading