,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, სოფელ სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. მოქალაქეებმა მათთვის პრიორტეტული საკითხები დაასახელეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო.
მოსახლებასთან შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, მერის მოადგილე, თურალ ვალიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.