ბოლნისში სოციალური დახმარების წესები განახლდება
დღეს სოციალ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
ცვლილებები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა მხარდაჭერას – შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, სტუდენტები, ომისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულები – და საშუალებას იძლევა დახმარება უფრო მეტად ინდივიდუალურ საჭიროებებზე იყოს მორგებული. საკითხი კომისიის წევრებს მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, შავლეგო მუშკუდიანმა და ლელა კვირიკაშვილმა წარუდგინეს.