ზოგადი განათლების რეფორმა: რეპეტიტორიუმი მე-11 კლასში და ერთ სტანდარტულ სახელმძღვანელოს პრინციპი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასში სკოლებში დაინერგება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება ასე: 2026-2027 წლიდან დაწყებითი საფეხური – I–VI კლასები, საბაზო საფეხური – VII–IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X–XI კლასები 2027-2028 წლიდან.

გივი მიქანაძემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას პრინციპი „ერთი კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო“, რომლის განხორციელება 2028 წლის სექტემბრამდე დასრულდება.

ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში I–VI კლასებში სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა. სკოლებში ასევე შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესები, რომლებიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading