განათლების სამინისტრო ერთ სტანდარტულ სახელმძღვანელოს პრინციპს შემოიღებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას პრინციპი „ერთი კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო“, რომლის სრული განხორციელება 2028 წლის სექტემბრამდე იგეგმება.
მისივე თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე (I–VI კლასი) სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა. ასევე, სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესები, რომლებიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.