თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უნივერსიტეტის სახელწოდებად დარჩება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. გივი მიქანაძის განმარტებით, გაერთიანება საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები.