რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების ფუნქციონირებაზე. აღინიშნა, რომ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვა და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არსებობა, ასევე წარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღებული, მათ შორის მსხვილ საწარმოებს დაევალათ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების უწყვეტი მონიტორინგი, რამაც უკვე გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო. მისივე თქმით, აუცილებელია დამატებითი, კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შედეგები.

„საწარმოების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ თვითმონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება სისტემის გაუმჯობესება ისე, რომ არ შეფერხდეს საწარმოების მუშაობა და, ამავდროულად, სახელმწიფოს ჰქონდეს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading