ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუზეუმში აზერბაიჯანისსახალხო არტისტის, ცნობილი გრაფიკოსის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრებისგამოფენის გახსნას დაესწრო


პროექტ ,,დროის კვანძების“ ფარგლებში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე 2024-2025 წლებში
მხატვრის მიერ შერეული ტექნიკით ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია
გამოიფინა. გამოფენაზე, ასევე, ექსპონირებული იყო აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული
მუზეუმის ტრადიციული ტექნოლოგიების განყოფილებაში შესრულებული ხალიჩა.
გამოფენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით, აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული მუზეუმისა და
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მოეწყო.
გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული
მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი, სალომე ჯამბურია, საქართველოს ეროვნული
მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, აზერბაიჯანის ხალიჩების
ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ამინა მელიკოვა, აზერბაიჯანის საელჩოსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები და მხატვარი არიფ ჰუსეინოვი.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა ბოლნისის მუზეუმში 5 ნოემბერს გაიხსნა და 5 დეკემბრამდე
იქნება წარმოდგენილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading