ლაქებთან ბრძოლა მარტივად: გამოცდილი დიასახლისების საიდუმლო მეთოდები

ლაქები ხშირად მცირე, მაგრამ ძალიან გაღიზიანებელ პრობლემად გვევლინება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქიმიური საშუალებები ხშირად ეფექტურია, ზოგჯერ ისინი ვერ უმკლავდებიან ლაქებს ან ქსოვილის ფერს და ტექსტურას ცვლიან. სწორედ ამიტომ, გამოცდილმა დიასახლისებმა ტრადიციული, ხელმისაწვდომი მეთოდები შეინარჩუნეს – ისინი არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ხშირად ბევრად ეფექტურიც.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ ლაქებს და დაიცვათ თქვენი საყვარელი ტანსაცმელი.

ბალახი – ბალახის მწვანე ლაქა ოდეკოლონით გაწმინდეთ. თუ ძველი ლაქაა, დაამუშავეთ ხსნარით – 30 მლ ოდეკოლონზე 10 მლ ნიშადურის სპირტი.

მცენარეული ზეთი -გაჟღინთეთ ლაქა კბილის პასტით და 2-3 საათით გააჩერეთ. შემდეგ ფხვნილი ჯაგრისით მოაშორეთ.

ყავა – ტანსაცმლიდან ყავის ლაქების მოშორებაში ძმარი ან სამედიცინო სპირტი დაგეხმარებათ.

შოკოლადი – მოამზადეთ მარილწყალი 1 სუფრის კოვზი მარილითა და 1 ლიტრი წყლით. ამ სითხეში დაალბეთ ქსოვილი და შემდეგ გარეცხეთ.

საღეჭი რეზინი -ნივთი საყინულეში გაყინეთ. მანამდე საღეჭი რეზინის მოშორება არ სცადოთ.

იოდი -იოდი შესანიშნავად იწმინდება ნიშადურის სპირტით.

სისხლი -სისხლის ლაქის მოსაშორებლად მხოლოდ ცივი წყალი და სარეცხის საპონი გამოიყენეთ.

თმის საღებავი-მის ამოსაყვანად წყალბადის ზეჟანგს იგივე რაოდენობის ნიშადური დაასხით. ლაქა ჩვრით ან ღრუბლით გაწმინდეთ.

ოფლი -ოფლის ლაქა ბამბის ქსოვილიდან ღვინის ძმარს, შალის ქსოვილიდან კი – სპირტის ხსნარს ამოჰყავს. 1 სუფრის კოვზი ძმარი ან სპირტი 1 ჭიქა წყალში უნდა გახსნათ.

ლაქები

წითელი ღვინო – წითელი ღვინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პოპულარულია მარილის გამოყენების ხერხი. მარილს ვაყრით დალაქავებულ ადგილზე და ვაჩერებთ 15-20 წუთის განმავლობაში. კრისტალები აქტიურად შთანთქავენ ტენიანობას და არ აძლევენ ღვინოს ღრმად გაჟღენთის საშუალებას.

ლაქები

მელანი -მელნის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ საკვები სოდა. გახსენით სოდა წყალში და წაუსვით ლაქაზე ბამბის საშუალებით.

ლაქები

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading