სკოლებში შესაძლოა მოსწავლეთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაბრუნდეს

საქართველოს სკოლებში შესაძლოა დაბრუნდეს პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება. საკითხი 5 ნოემბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის წევრის ლადო კახაძის თქმით, „ექიმის საათი“ და პროფილაქტიკური შემოწმება დაეხმარება მოსწავლეებს ფიზიკური და მენტალური მზადყოფნის შეფასებაში, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ჯარისთვის, არამედ დიდ სპორტში ჩასართავად.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, აღნიშნა, რომ საკითხს კომიტეტი დაამუშავებს და რეკომენდაციის სახით სამინისტროს გადასცემს. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული მნიშვნელობისაა და დაეხმარება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციასაც.

ამჟამად მიმდინარეობს საკითხის ფინანსური მხარის განხილვა, ხოლო შემდგომი ნაბიჯები კომიტეტის მიერ დამუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განისაზღვრება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading