ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის ისტორიული და ბუნებრივი რესურსები და მათი ტურიზმის მიმართულებით სრულფასოვანი ათვისების შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციასთან არსებული კოორდინაცია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading