გივი მიქანაძემ უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმების დეტალები წარმოადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უნივერსიტეტის სახელწოდებად დარჩება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მინისტრის თქმით, რეფორმა ეფუძნება სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო გამოცდილებასა და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ ხელმძღვანელობს, დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, ასევე შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში აკადემიური პერსონალი არ შემცირდება, შენარჩუნდება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები, ხოლო ახალი სტრუქტურა უზრუნველყოფს ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური კადრის განვითარებას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების რეფორმაზე:

  • პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით (15 სექტემბრამდე) – ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის;
  • სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, მე-12 კლასი დარჩება ნებაყოფლობითი დამატებითი აკადემიური მზაობისთვის;
  • საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: I–VI კლასები – დაწყებითი, VII–IX კლასები – საბაზო, X–XI კლასები – საშუალო;
  • მე-11 კლასში დაინერგება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი ეროვნული გამოცდებისთვის;
  • შემუშავდება ერთი სტანდარტული სახელმძღვანელოს პრინციპი (ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სახელმძღვანელო) – 2028 წლის სექტემბრამდე დასრულდება;
  • I–VI კლასებში სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა, სკოლებში კი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading