მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ეკო ვიდეოკონკურსი „სუფთა გარემოსთვის“ გამოცხადდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ცხადდება ვიდეოკონკურსი „მარნეული – სუფთა გარემოსთვის“, რომელიც დედამიწის დღესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან კრეატიული ვიდეო გარემოს დაცვის თემაზე – წარმოაჩინონ პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და საკუთარი გზავნილები საზოგადოებისთვის. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადაეცემა.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტი-ში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვიდეო, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და უნდა იყოს ორიგინალური.

ვიდეორგოლების მიღება გაგრძელდება 21 აპრილის ჩათვლით. ნამუშევართან ერთად მონაწილეებმა უნდა მიუთითონ პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი) და გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: youthcouncilmarneuli@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მითითებულ ნომერზე: 551 34 34 54.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading