მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დაესწრო დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო პროგრამებსა და მიმდინარე ინიციატივებზე. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading