წალკაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მორიგი შეხვედრები სოფელ ახალშენსა და სოფელ ბეშთაშენში გაიმართა.
შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი ესწრებოდა. მან ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.