12 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირის – სამი მსოფლიო მოძღვრის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმინდა მღვდელმთავარნი ეკლესიის ბურჯებად, მნათობებად და მოძღვრებად არიან შერაცხილნი. ისინი განსაკუთრებულად გამოირჩევიან როგორც სარწმუნოების დამცველნი და ეკლესიის ერთობისთვის თავდაუზოგავად მებრძოლნი. მათი მოღვაწეობის შედეგად არაერთხელ გადარჩენილა ეკლესია მწვალებლობისგან, მრავალი გზააბნეული კი დაბრუნებულა ქრისტეს წიაღში.
სამი დიდი მღვდელმთავრის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს, ჩვენს ოჯახებსა და ეკლესიას, და დაგვიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან.