ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.