მარნეულის საკრებულოს კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჭონიშვილის ხელმძღვანელობით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებიც განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესსა და დაგეგმილ სამუშაოებზე.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading