ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისია საქართველოში თვითმმართველობის მდგომარეობას აფასებს

🇬🇪🇪🇺 ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის პრინციპების შესრულების, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მონიტორინგის მისია იმყოფება.

🇬🇪🇪🇺 ვიზიტის ფარგლებში, მისიის პირველი შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ოფისში გაიმართა. მონიტორინგის ჯგუფის წევრები – ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ანდერს კნაპე, რეგიონული დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ურს ჟანეტი და ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კონგრესის საკონსტიტუციო მრჩეველი, პროფესორი ტანია გროპი, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

🇬🇪🇪🇺 შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს 2018 შემდეგ თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმები, დეცენტრალიზაციის პროცესი, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე იმყოფება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading