მთავრობის წევრებმა 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს

🕯 მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა ცერემონია, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ფარგლებში მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის… ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე,“ — აღნიშნა პრეზიდენტმა.


📅 ცერემონია აგვისტოს ომის მე-17 წლისთავს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა გმირების ხსოვნის პატივისცემას და მათი თავდადების მაგალითის მომავალ თაობებისთვის გადაცემას.

