საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მწუხარება გამოთქვა მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მწუხარება გამოთქვა ხელოვანის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მანანა მენაბდემ ღირსეულად გააგრძელა დები იშხნელების უნიკალური მუსიკალური ტრადიცია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იყო მუსიკოსი, რომლის გამორჩეულმა სტილმა და შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში. მან ღირსეულად განაგრძო დები იშხნელების ოჯახის უნიკალური მუსიკალური ტრადიციები. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს,ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს.“ — განაცხადა პაპუაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading