იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან:

  • წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ.;
  • ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1981 წელს დაბადებული ჯ.ხ.;
  • 1973 წელს დაბადებული მ.ხ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, რომელიც მათ მიერ იყო დათესილი და კულტივირებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის პირველი და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading