აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექები და სტიქიური მოვლენები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ასევე სეტყვა და ნისლი.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს:

  • აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები;
  • გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება.

სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით საფრთხის დონე საშუალოდ არის განსაზღვრული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading