პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე FIBA-ს პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები.

ასევე ყურადღება გამახვილდა თბილისში მიმდინარე 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ხორხე გარბახოსამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading