პრეზიდენტის სასახლეში ფიბა ევროპის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თბილისში მიმდინარე 16-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსას მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის.
ასევე, ხაზი გაესვა ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.