მარნეულში ახალგაზრდა ქალმა მომავალი ქმარი დაჭრა

მარნეულში, ლესელიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალმა მომავალი ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცის ჰოსპიტალიზაცია ამჟამად მიმდინარეობს. ფაქტს ჰყავს თვითმხილველები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველები შემთხვევის დეტალებს იკვლევენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading