გარდაბანში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებასა და წყლის მიწოდების გაუმჯობესებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არხების რეაბილიტაცია, გამანაწილებელი ქსელების მოწესრიგება და პალდოს სათავე ნაგებობის აღდგენა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე წყლის კონტროლის სისტემები.
ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა.