თბილისი მეხუთე საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

📅 22-23 ოქტომბერი, თბილისი
📍 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით

თბილისი მეხუთედ უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას – „აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის პლატფორმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებს შორის დიალოგისთვის.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.

2025 წლის ფორუმი განსაკუთრებული იქნება როგორც მასშტაბით, ისე მონაწილეთა შემადგენლობით:

🔹 რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები
🔹 დარგობრივი მინისტრები ევროპის, აზიის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან
🔹 გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები
🔹 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
🔹 დარგის ექსპერტები და წამყვანი მედიის წარმომადგენლები
🔹 ფორუმს დაესწრება 2000-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

📅 ფორუმის პროგრამა

🔹 22 ოქტომბერი – გახსნის ცერემონია

📍 საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრში
🎙 ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი

დღის თემატიკა:

  • ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა
  • სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირები
  • ენერგეტიკა
  • ციფრული ტექნოლოგიები
  • საინვესტიციო ფორუმი

🔹 23 ოქტომბერი – თბილისის ფინანსური სამიტი

🌐 ფინტექ სექტორის ლიდერები
🤝 ორმხრივი ბიზნესშეხვედრები
📊 ინოვაციური პროექტებისა და ინიციატივების წარდგენა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მნიშვნელობის დიალოგის სივრცეა. აქ ხდება:

✅ მთავრობებს შორის სტრატეგიული შეთანხმებების გაღრმავება
✅ ბიზნეს სექტორის გაძლიერება
✅ საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება
✅ სატრანსპორტო მარშრუტების (მათ შორის „შუა დერეფნის“) ახალი შესაძლებლობების განხილვა
✅ ახალ ინვესტიციებზე ორიენტირებული დისკუსიებ

➡️ ფორუმში მონაწილეობისთვის, როგორც სტუმრებისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია:

🔗 რეგისტრაცია: www.tbilisisrf.gov.ge

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ საქართველოსთვის არა მხოლოდ საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაა, არამედ ქვეყნის აქტიური როლი გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში.
ეს პლატფორმა ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ევროპასა და აზიას შორის და წარმოაჩენს ქვეყანას, როგორც ინვესტიციების, ინოვაციების და სტაბილურობის ჰაბს რეგიონში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading