გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრი იმყოფებოდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
- თეთრიწყარო
- წალკა
- ბოლნისი
- დმანიელი

მისი განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის რეგიონში დასრულდება 7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ამოქმედდება ბოლნისის პროფესიული კოლეჯი.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება 7 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაო, მიმდინარეობს 10 სკოლის მშენებლობა და კიდევ ერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია.


ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
