იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ინგლისური სამართლის ფორუმის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამართლის სფეროში 30-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მომავალშიც მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და საადვოკატო სექტორის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ფორუმში ქართველ და უცხოელ ადვოკატებთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading