რუსთავში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და რუსთავის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

აქ შეკრებილები იყვნენ არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ვეტერანები და ოჯახები, რომლებმაც საკუთარი ადამიანური ტრაგედიები გადაიტანეს.

მემორიალთან სასულიერო პირმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ჩვენი გმირების ხსოვნა მარადიულია, მათი თავდადება და სამშობლოს სიყვარული კი – მომავალი თაობებისათვის სამაგალითო,“ – აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading