მარნეულში ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი: 3 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დაკავეს სამი პირი, რომლებზეც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაა წარდგენილი.

დაკავებულები არიან:

  • გ.მ. (2002 წელს დაბადებული)
  • ს.ბ. (2002 წელს დაბადებული)
  • ე.ტ. (1994 წელს დაბადებული)

გამოძიების ინფორმაციით, ისინი მარნეულის რაიონის ერთ სოფელში, ფინანსური დავის გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩააწვინეს ავტომანქანის საბარგულში და წაიყვანეს მდინარის მიმართულებით. შემთხვევის დროს, დ.ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული, რომლითაც ისინი ასჯებიან, ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading