დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლის გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს. საზეიმოდ გადაცა დიპლომები კურსდამთავრებულებს და თავდაცვის მინისტრთან და ძალების მეთაურთან ერთად აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

„დღეს აკადემიის კურსდამთავრებულებმა შეუერთდნენ იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება, სიმამაცე და უსაფრთხოება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს მათი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული მუშაობისთვის. „ქართული სამხედროების ერთგულება და სამშობლოს სიყვარული ჩვენი მშვიდობიანი აწმყოსა და მომავლის საფუძველია“, – აღნიშნა მან.

კურსდამთავრებულებს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და თქვენი მფარველი!“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading