სამწუხარო ინფორმაცია რუსთავიდან – დაკარგული მოზარდი რევაზ დათაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, 16 წლის მოზარდი, რევაზ დათაშვილი, რომელიც 15 სექტემბრიდან წყალში გაუჩინარდა, მაშველებმა მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი აღმოაჩინეს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით. ამჟამად ის უკვე პროზექტურაშია გადაყვანილი.
სამძიმარს ვუცხადებთ მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს.
ინფორმაციას Info rustavi ავრცელებს.