პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ 113 ბენეფიციარი ჰყავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამას – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც 2024 წლიდან ახორციელებენ, 113 ბენეფიციარი ჰყავს.

პროგრამის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების მოწყობის მიზნით, კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 20 მილიონ ლარზე მეტი სესხი – ჯამურად 23 ჰექტარ ფართობზე.

სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს სესხის საპროცენტო განაკვეთს სრულად უნაზღაურებს 24 თვის განმავლობაში. პროგრამის მიზნობრივ მოთხოვნათა შესრულების შემდეგ კი, ბენეფიციარებს სესხის 30% დამატებითი დაფინანსების სახით დაუბრუნდებათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading